Winny სპეციალური ფორმულა ლეკვებისთვის

ზომა
2კგ / 10კგ / 20კგ
შენახვის ვადა
1 წელი

მშრალი საკვები სრულად აკმაყოფილებს ლეკვის ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს. მაღალი ხარისხის ცილებით, აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული ფორმულა ხელს უწყობს ძლიერი კუნთების, ჯანმრთელი ძვლებისა და მბზინავი ბეწვის ჩამოყალიბებას. საკვების დაბალანსებული ფორმულა ლეკვის ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს, აძლიერებს იმუნურ და ნერვულ სისტემებს. მცენარეული და ცხოველური ცილის შემცველობა ფართო ამინომჟავურ პროფილს და ნუტრიენტულ მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.

ფორმულა მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით (მათ შორის ვიტამინი E და ვიტამინი C) და ომეგა ცხიმოვანი მჟავებით, რაც ხელს უწყობს იმუნური და ნერვული სისტემების სრულფასოვან ფუნქციას.
აუცილებელი მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი რაციონი საგრძნობლად აუმჯობესებს ლეკვის საერთო ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს მის კეთილდღეობას.
ვიტამინი A ხელს უწყობს ლეკვის მხედველობის, იმუნური სისტემისა და კანის ჯანმრთელობას. ხოლო, ვიტამინი D გადამწყვეტ როლს ასრულებს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
  • ჯანმრთელი იმუნური სისტემის ჩამოყალიბება
    ვიტამინებისა და მინერალების ფართო პროფილი (ვიტამინი A, სელენი, მაგნიუმი) იმუნური სისტემის მხარდაჭერას და მის სწორ ფორმირებას უზრუნველყოფს. ბუნებრივი ანტიოქსიდანტები (ვიტამინი E და ვიტამინი C) ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ.
  • ნერვული სისტემის მხარდაჭერა
    B ჯგუფის ვიტამინები მაგნიუმთან და EPA-DHA-სთან ერთად უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
  • ძვლებისა და კბილების სწორი ფორმირება
    ვიტამინი D, კალციუმი და ქონდროიტინი ხელს უწყობენ ძვლების, სახსრებისა და კბილების  ჩამოყალიბებას.
  • ენერგიით უზრუნველყოფა
    ქოლინი და B ჯგუფის სხვა ვიტამინები, პრებიოტიკურ ბოჭკოსთან ერთად, წარმართავენ მეტაბოლიზმის პროცესებს და ორგანიზმს საჭირო ენერგიით ამარაგებენ.
  • შემადგენლობა: მთელმარცვლიანი სიმინდი, გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიას შროტი, გადამუშავებული ცხოველური ცილა (მათ შორის საქონლის 6%), ქატო, ქათმის ცხიმი, სიმინდის ბუყი, ქათმის ღვიძლი, საფუარი სოკო, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, თევზის ზეთი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ანტიოქსიდანტი
  • ანალიტიკური კომპონენტები: ძირითადი ცილა 28%, ძირითადი ცხიმი 14%, ძირითადი ბოჭკო 4%, ძირითადი ფერფლი მაქს. 8%, ტენიანობა 8%, ვიტამინი A 14,000 სეი/კგ, ვიტამინი D 1,000 სეი/კგ, EPA+DHA 0.05%, კალციუმი 1.6%.
  •  თქვენი ლეკვის მოთხოვნილებები შესაძლოა მითითებული რეკომენდაციისგან აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს. გთხოვთ, საკვების ზუსტი დოზის შესარჩევად კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან გაიარეთ. თქვენს ოთხფეხა მეგობარს საკვებთან ერთად მუდმივად მიაწოდეთ სუფთა სასმელი წყალი.
თვე2-44-66-88-1010-1212-1414-1616-1818-2020 თვის შემდეგ
პატარა ჯიშის ლეკვის საკვების მოხმარება (გრ) ზრდასრულობის სამიზნე წონა 1-10კგ)28-69





34-97
31-141




58-141
34-122




83-175
36-122


105-206
ზრდასრული ძაღლის საკვები


122-206
ზრდასრული ძაღლის საკვებიზრდასრილი ძაღლის საკვებიზრდასრილი ძაღლის საკვებიზრდასრილი ძაღლის საკვებიზრდასრილი ძაღლის საკვები
საშუალო ჯიშის ლეკვის საკვების მოხმარება (გრ) (ზრდასრულობის სამიზნე წონა 10-25 კგ)10-78


20-97
97-190


149-236
142-238


214-296
175-279


267-345
206-279



312-398
ზრდასრილი ძაღლის საკვები

338-398
ზრდასრილი ძაღლის საკვებიზრდასრილი ძაღლის საკვებიზრდასრილი ძაღლის საკვებიზრდასრილი ძაღლის საკვები
დიდი ჯიშის ლეკვის საკვების მოხმარება (გრ) (ზრდასრულობის სამიზნე წონა 45-50კგ)30-115



45-132
180-279


209-321
259-350


300-400
323-408


375-468
377-434


437-504
434-500


504-591
452-523



523-635
ზრდასრილი ძაღლის საკვები

557-635
ზრდასრილი ძაღლის საკვები

635-667
ზრდასრილი ძაღლის საკვები
  • შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში). საკვების დამზადების თარიღი იხილეთ ეტიკეტზე. 
  • შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, საკვები შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.