
მისია
ჩვენი მისია კომპანიონი ცხოველებისათვის მაღალი ხარისხის საკვების (ცილის) წარმოების გზით, სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრაში წვლილის შეტანას წარმოადგენს.
ხედვა
ჩვენი ხედვა ეფუძნება მიზანს – ვიქცეთ სტაბილურობის, სანდოობისა და უწყვეტი განვითარების სიმბოლოდ. სწორედ ამ ხედვით ვქმნით მაღალი ხარისხის საკვებს კომპანიონი ცხოველებისთვის. ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა და საკვების ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა – ეს ის მუდმივად პროგრესირებადი ამოცანებია, რომლითაც გვინდა დავრჩეთ ხარისხისა და საიმედოობის სიმბოლოდ.
ჩვენი ღირებულებები

ზრუნვა

განვითარება

სამართლიანობა
ვინ ვართ ჩვენ
ნუტრიმაქსში საკვების წარმოების 15 წლიანი ისტორია გვაქვს. კომპანიის მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში მზადდება მაღალი სტანდარტის საკვები შინაური ცხოველებისათვის. დღეისათვის, ღირებულებას 6 ქვეყანაში ვქმნით და ჩვენი პროდუქტები წარმოდგენილია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ბაზრებზე. კომპანიაში დასაქმებული 200-მდე ადამიანი ზრუნავს იმაზე, რომ ვაწარმოოთ სტაბილურად ხარისხიანი საკვები და გვყავდეს ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი. საკვების წარმოების გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვყავდეს სწორი ცოდნითა და ინფორმაციით აღჭურვილი მომხმარებელი, ამიტომ სხვადასხვა აქტივობებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ დავეხმაროთ ადამიანებს ცოდნის გაღრმავებაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.