კომპეტენტო
ბრენდი კომპეტენტური სიყვარულის იდეას ეფუძნება. კომპეტენტო პრემიუმ ხარისხის საკვების წარმოების პარალელურად, ცოდნის გაზიარებით კომპანიონი ცხოველების მშობლებს ეხმარება სწორად იზრუნონ ოჯახის მნიშვნელოვან წევრებზე. ბრენდი აერთიანებს ლეკვების, კნუტების, ზრდასრული ძაღლებისა და კატების საკვებ პროდუქტებს, რომლებიც ქათმისა და ბრინჯის ფორმულით არის შექმნილი. ენერგიის, ცილების, მინერალებისა და ვიტამინების თვალსაზრისით კომპეტენტო სრულად კმაყოფილებს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების კვებით საჭიროებებს.


სკიპი
პრემიუმ ხარისხის მშრალი საკვების ბრენდი ზრდასრული კატების, ძაღლებისა და ლეკვებისთვის შექმნილ ფორმულებს აერთიანებს. საკვების გამორჩეულ გემოვნურ თვისებებს საქონლის მდიდარი არომატი განაპირობებს. ნუტრიენტებით დაბალანსებული ფორმულა და პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტები კომპანიონი ცხოველების ფიზიოლოგიურ თავისებურებეზეა მორგებული და ზედმიწევნით აკმაყოფილებს მათ კვებით საჭიროებებს.
ვინი
ბრენდი აერთიანებს მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტებს, როგორც ზრდასრული ძაღლებისა და კატებისთვის, ასევე ლეკვებისა და კნუტებისთვის. პროდუქციის ფართო ასორტიმენტი კომპანიონი ცხოველებისა და მათი მშობლების საჭიროებების შესაბამისადაა ფორმულირებული. სრულყოფილი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებაში ეხმარება.


სიმპო
სიმპო მშრალი საკვების ბრენდია, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ პროდუქტზეა ორიენტირებული – ზრდასრული ძაღლის საკვები ბატკნითა და მარცვლეულით. ფორმულა კომპანიონი ცხოველების გემოვნური შეგრძნებების გასამრავალფეროვნებლად შეიქმნა. საკვები ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელ ყველა საჭირო ვიტამინ-მინერალოვან დანამატს შეიცავს.
ფრენკი
ფრენკი მომხმარებელს ფასით ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. ფრენკი ხარისხზე კომპრომისის გარეშე გაძლევთ შესაძლებლობას უზრუნველყოთ კვება, რომელსაც თქვენი თქვენი ოთხფეხა მეგობრები იმსახურებენ.
