ნუტრიმაქსი იტალიაში გამოფენას დაესწრება

28.04.2025

5-7 მაისს, ნუტრიმაქსი ბოლონიაში გამართულ გამოფენას, Zoomark-ს დაესწრება. ვიზიტის მიზანი არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა და შინაური ცხოველების კვების ინდუსტრიის სიახლეების გაცნობაა.  

Zoomark-ი მრავალწლიანი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ღონისძიებაა. გამოფენა კვების გლობალური ინოვაციებისა და ტენდენციების გაერთიანების ადგილს წარმოადგენს. ღონისძიება ყოველწლიურად მასპინძლობს ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს და მაღალი დონის ექსპერტებს, რომლებიც შინაური ცხოველების კვების უახლეს მიღწევებს უზიარებენ ერთმანეთს. 

Zoomark-ი შესანიშნავი პლატფორმაა, როგორც უკვე არსებული პარტნიორული კავშირების გასაღრმავებლად, ისე ახალი ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მსგავსი ტიპის საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება ნუტრიმაქსის გლობალური პოზიციონირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

მსგავსი სიახლეები