ჩვენი მიდგომა

ხარისხის კონტროლი

მომხმარებელზე ორიენტირება

მოწინავე აღჭურვილობა

ცოდნა & გამოცდილება

ხარისხის კონტროლი
ნუტრიმაქსში ხარისხის კონტროლის მკაცრი ზომების დაცვით ვქმნით საკვებს ოთხფეხა მეგობრებისათვის. კომპანიაში დაცულია ყველა ის საერთაშორისო ნორმა თუ მოთხოვნა, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვაწარმოოთ უვნებელი, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის საკვები.
მომხმარებელზე ორიენტირება
მომხმარებლებზე ზრუნვა არის, ის, რითიც 15 წელზე მეტია ვაღწევთ წარმატებას. აქ გააზრებული გვაქვს, თუ ვისთვის და რა მიზნით იქმნება საკვები პროდუქტები. გამჭვირვალე და უშუალო კომუნიკაცია გვეხმარება უკეთ გავიგოთ ჩვენი მომხმარებლების სურვილები, უკუკავშირების მიღებისა და დამუშავების სისტემა კი გვაძლევს საშუალებას არასოდეს შევწყვიტოთ განვითარება და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები.


მოწინავე აღჭურვილობა
საკვების წარმოებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის აღჭურვილობა და მანქანა- დანადგარები, რომლებიც უზრუნვეყოფენ სტაბილურად ხარისხიანი პროდუქტების მიღებას. ჩვენი საწარმოები აღჭურვილია მოწინავე, ევროპული დანადგარებით, წარმოების ავტომატიზაცია კი გვეხმარება, ვიყოთ მოქნილი და ეფექტურები.
ცოდნა და გამოცდილება
გამოცდილება ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გვეხმარება განვითებაში. 15 წლიანი საწარმოო ცოდნა გვაძლევს საშუალებას უწყვეტად და მაღალი სტანდარტების დაცვით მივიღოთ პროდუქტები. კვალიფიციური ვეტერინარებისა და ნუტრიციოლოგებისგან შემდგარი გუნდი და მათი კომპეტენცია გვეხმარება შევქმნათ მომხმარებელზე მორგებული საკვები რაციონები . ბაზრებისა და ინდუსტრიის სპეციფიკის შესახებ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება კი გვაძლევს საშუალებას დავეხმაროთ მომხმარებლებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
