ბენეფიტები
- ძვლებისა და სახსრების სიჯანსაღის შენარჩუნება
ქონდროიტინი, კალციუმი და ვიტამინი D საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობას უზრუნველყოფენ. - მონელებისა და ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესება
პრებიოტიკური ბოჭკო, B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად, ხელს უწყობს მონელების პროცესს და ნაწლავის მიკროფლორის ჯანმრთელობას აუმჯობესებს. - ორგანიზმის დაცვა
ბუნებრივი ანტიოქსიდანტები (ვიტამინი E და C) ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ. - ნერვული სისტემის ფუნქციის ხელშეწყობა
ქოლინი, B ჯგუფის ვიტამინები, ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნერვული სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
შემადგენლობა
- შემადგენლობა: მარცვლეული და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეული, გადამუშავებული ცხოველური ცილა, ქათმის ცხიმი, ქათმის ღვიძლი, საფუარი, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, ამინომჟავები, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ანტიოქსიდანტი, ბატკნის არომატი. შესაძლოა კვალის სახით შეიცავდეს სოიას და თევზის პროდუქტებს.
- ანალიტიკური კომპონენტები: მთლიანი პროტეინი 19%, მთლიანი ცხიმი 8%, მთლიანი ბოჭკო 4%, მთლიანი ნაცარი მაქს 8%, ტენიანობა 7%, ვიტამინი A 13,000 IU/კგ, ვიტამინი D 930 IU/კგ, კალციუმი 2%.
კვების რეკომენდაციები
- თქვენი ძაღლის მოთხოვნილებები შესაძლოა მითითებული რეკომენდაციისგან აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს. გთხოვთ, საკვების ზუსტი დოზის შესარჩევად კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან გაიაროთ. თქვენს ოთხფეხა მეგობარს საკვებთან ერთად მუდმივად მიაწოდეთ სუფთა სასმელი წყალი.
ზრდასრული ძაღლის სხეულის ზომის კატეგორია და ზრდასრულობის ასაკი | სხეულის წონა ზრდასრულობის ასაკში (კგ) | საკვების წონა (გრამი/დღეში) |
---|---|---|
მინიატურული & პატარა (8-12 თვე ) | 1-5 5-10 | 35-117 117-197 |
საშუალო (12 თვე) | 10-15 15-20 20-25 | 197-267 267-331 331-391 |
დიდი (18 თვე) | 25-35 35-45 45-55 55-65 | 391-504 504-608 608-707 707-801 |
გიგანტური (24 თვე ) | 65-75 75-85 85-95 | 801-892 892-980 980-1065 |
- შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში). საკვების დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.
- შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, საკვები შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.