ბენეფიტები
- ბეწვის ბზინვარება და ჯანსაღი კანი
ომეგა 3 და 6 ცხიმოვანი მჟავები, თუთიასთან ერთად, ხელს უწყობენ კანისა და ბეწვის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას. - ორგანიზმის დაცვა
ბუნებრივი ანტიოქსიდანტები (ვიტამინი E და ვიტამინი C), სხვა ვიტამინებთან და ტაურინთან ერთად, ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ და იმუნური სისტემის ფუნქციას აუმჯობესებენ. - ნევული სისტემის მხარდაჭერა
ქოლინი და B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისა და ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. - ძვლებისა და კბილების სიჯანსაღის შენარჩუნება
ვიტამინი D, კალციუმი და ქონდროიტინი ხელს უწყობენ კბილების, ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობას, რაც კატის ფიზიკური დაზიანების რისკს ამცირებს.
შემადგენლობა
- შემადგენლობა: გადამუშავებული ცხოველური ცილა (მათ შორის საქონლის 8%), სიმინდი, ხორბლის ქატო, ხორბალი, ქათმის ცხიმი, სიმინდის ბუყი, ქათმის ღვიძლი, საფუარი სოკო, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, ტაურინი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ანტიოქსიდანტი.
- ანალიტიკური კომპონენტები: ნედლი პროტეინი 32%, ნედლი ცხიმი 12%, ნედლი უჯრედანა 3.5%, ნედლი ნაცარი(მაქსიმუმ)10%, ენერგია 3455 კკალ, ტენი 5%, კალციუმი 2.5%, ვიტამინი A 14000 სე/კგ, ვიტამინი D 670 სე/კგ.
კვების რეკომენდაციები
- თქვენი კატის მოთხოვნილებები შესაძლოა აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს მითითებული რეკომენდაციისგან. გთხოვთ, საკვების ზუსტი დოზის შესარჩევად კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან გაიარეთ. თქვენს ოთხფეხა მეგობარს საკვებთან ერთად მუდმივად მიაწოდეთ სუფთა სასმელი წყალი.
ზრდასრული კატის სხეულის წონა (კგ) | საკვების წონა არასტერილური კატისთვის (გრამი/დღეში) | საკვების წონა სტერილური კატისთვის (გრამი/დღეში) |
---|---|---|
2 | 46 | 35 |
3 | 60 | 45 |
4 | 73 | 55 |
5 | 85 | 64 |
6 | 96 | 72 |
8 | 117 | 87 |
10 | 135 | 102 |
12 | 153 | 115 |
- შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში). საკვების დამზადების თარიღი იხილეთ ეტიკეტზე.
- შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას. გახსნის შემდეგ, საკვები შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.