ბენეფიტები
- კანისა და ბეწვის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნება
თუთია, ომეგა 3 და 6 ცხიმოვანი მჟავები საფარველს( ან ბეწვს) მბზინვარებას უნარჩუნებენ. - ნერვული სისტემის ფუნქციის ხელშეწყობა
ქოლინი, B ჯგუფის ვიტამინები, ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნერვული სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებაში. - ორგანიზმის დაცვა
ბუნებრივი ანტიოქსიდანტები (ვიტამინი E და C) ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ. ვიტამინი A მხედველობის ფუნქციასთან ერთად მხარს უჭერს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. - მონელებისა და ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესება
პრებიოტიკური ბოჭკო B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად ხელს უწყობს მონელების პროცესს და ნაწლავის მიკროფლორის ჯანმრთელობას აუმჯობესებს. - ძვლებისა და სახსრების სიჯანსაღის უზრუნველყოფა
ქონდროიტინი, კალციუმი და ვიტამინი D საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობას უზრუნველყოფენ და მისი დაზიანების რისკს ამცირებენ.
შემადგენლობა
- შემადგენლობა: მთელმარცვლიანი სიმინდი, გადამუშავებული ცხოველური ცილა (მათ შორის საქონლის 5%), ქატო, ხორბალი, ქათმის ცხიმი, გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიას შროტი, სიმინდის ბუყი, ქათმის ღვიძლი, საფუარი, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ამინომჟავები, ანტიოქსიდანტი. შესაძლოა კვალის სახით შეიცავდეს თევზის პროდუქტებს.
- ანალიტიკური კომპონენტები: მთლიანი პროტეინი 24%, მთლიანი ცხიმი 12%, მთლიანი ბოჭკო 3.5%, მთლიანი ნაცარი მაქს 9%, ტენიანობა 7%, ვიტამინი A 14,000 IU/კგ, ვიტამინი D 1,000 IU/კგ, კალციუმი 2%.
კვების რეკომენდაციები
- თქვენი ძაღლის მოთხოვნილებები შესაძლოა მითითებული რეკომენდაციისგან აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს. გთხოვთ, საკვების ზუსტი დოზის შესარჩევად კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან გაიარეთ. თქვენს ოთხფეხა მეგობარს საკვებთან ერთად მუდმივად მიაწოდეთ სუფთა სასმელი წყალი.
ზრდასრული ძაღლის სხეულის ზომის კატეგორია და ზრდასრულობის ასაკი | სხეულის წონა ზრდასრულობის ასაკში (კგ) | საკვების წონა (გრამი/დღეში) |
---|---|---|
მინიატურული & პატარა (8-12 თვე) | 1-5 5-10 | 32-108 108-182 |
საშუალო (12 თვე) | 10-15 15-20 20-25 | 182-247 247-306 306-362 |
დიდი (18 თვე) | 25-35 35-45 45-55 55-65 | 362-466 466-562 562-654 654-741 |
გიგანტური (24 თვე ) | 65-75 75-85 85-95 | 741-825 825-906 906-985 |
- შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში). საკვების დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.
- შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, საკვები შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში