Skippy სპეციალური ფორმულა ლეკვებისთვის

ზომა
10 კგ
შენახვის ვადა
1 წელი

სპეციალურად ლეკვებისთვის ფორმულირებული საკვები სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ნუტრიციოლოგიურ მოთხოვნილებებს. მაღალი ხარისხის ცხოველური და მცენარეული ცილებით გამდიდრებული ფორმულა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ლეკვის ჯანმრთელობას. საკვები მდიდარია ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებით, რომელიც საჭიროა ოპტიმალური ზრდისა და განვითარებისთვის.

საკვები შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინოჟავას, ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრს.
ვიტამინი A ხელს უწყობს ლეკვის ჯანმრთელ ზრდას, მხედველობის, იმუნური და სხვა სისტემების ჩამოყალიბებას.
ვიტამინი D, კალციუმთან და ფოსფორთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძლიერი კბილებისა და ძვლების ფორმირებაში.
ქონდროიტინი უზრუნველყოფს სახსრების ჯანმრთელობას, რაც აუცილებელია აქტიურად მზარდი ორგანიზმისთვის.
საკვები შეიცავს იუკას ექსტრაქტს, რაც ექსკრემენტის უსიამოვნო სუნის შემცირებას უზრუნველყოფს.
  • ნერვული სისტემის ჩამოყალიბება
    B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმთან, ქოლინთან და EPA-DHA-სთან (ომეგა 3-6) ერთად, უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის განვითარებას და მის სწორ ფუნქციონირებას.
  • იმუნური სისტემის მხარდაჭერა
    ვიტამინებისა და მინერალების ფართო პროფილი (ვიტამინი A, სელენი, მაგნიუმი) იმუნური სისტემის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს. ბუნებრივი ანტიოქსიდანტები (ვიტამინი E და ვიტამინი C) ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ.
  • ძვლებისა და კბილების ფორმირების ხელშეწყობა
    ვიტამინი D, კალციუმი და ქონდროიტინი ხელს უწყობენ ძვლებისა და სახსრების ჯანსაღ განვითარებას.
  • მბზინვარე კანი და ბეწვი
    თუთია და  ომეგა ცხიმოვანი მჟავები, D ვიტამინთან ერთად, კანსა და ბეწვს მბზინვარებას უნარჩუნებენ.
  • მომნელებელი სისტემის ჯანსაღი მიკროფლორის ჩამოყალიბება
    პრებიოტიკური ბოჭკო, B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად, ხელს უწყობს მონელების პროცესის სრულყოფილად წარმართვას და ჯანსაღი მიკროფლორის ჩამოყალიბებას.
  • შემადგენლობა: გადამუშავებული ცხოველური ცილა (საქონლის 6%), სიმინდი, ხორბლის ქატო, სოიას შროტი (დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ქათმის ცხიმი, ხორბალი, სიმინდის ბუყი, ქათმის ღვიძლი, საფუარი სოკო, თევზის ფქვილი, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, იუკას ექსტრაქტი, ანტიოქსიდანტი.
  • ანალიტიკური კომპონენტები: მთლიანი პროტეინი 28%, მთლიანი ცხიმი 15%, მთლიანი ბოჭკო 3.5%, მთლიანი ნაცარი მაქს 8%, ტენიანობა 8%, ვიტამინი A 15,000 IU/კგ, ვიტამინი D 1,000 IU/კგ, EPA+DHA 0.06%, კალციუმი 1.6%.
  • თქვენი ლეკვის მოთხოვნილებები შესაძლოა მითითებული რეკომენდაციისგან აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს. გთხოვთ, საკვების ზუსტი დოზის შესარჩევად კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან. თქვენს ოთხფეხა მეგობარს საკვებთან ერთად მუდმივად მიაწოდეთ სუფთა სასმელი წყალი.
ასაკი (კვირა/თვე)8-12 /კვირა
(2-3თვე)
3-6 თვე6-8 თვე8-10 თვე10-12
თვე
12-24 თვე
პატარა ჯიში (ზრდასრულის წონა 5-10კგ)137-162162-173173-171171-167ზრდასრული ძაღლის საკვებიზრდასრული ძაღლის საკვები
საშუალო ჯიში (ზრდასრულის წონა 10-25კგ)204-277277-316316-317317-312312-306ზრდასრული ძაღლის საკვები
დიდი ჯიში (ზრდასრულის წონა 25-47ლგ)329-453453-527

527-534534-531531-525525-466ზრდასრული ძაღლის საკვები
გიგანტური ჯიში (ზრდასრულის წონა 47კგ-ზე მეტი)328-528528-659659-679679-683683-680680-654ზრდასრული ძაღლის საკვები
  • შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, საკვები შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.
  • შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში). საკვების დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე