Winny ზრდასრული კატის საკვები

ზომა
2 კგ / 10 კგ / 20 კგ
შენახვის ვადა
1 წელი

სპეციალურად ზრდასრული კატებისთვის შემუშავებული ფორმულა მდიდარია მაღალი ხარისხის ცხოველური და მცენარეული ცილებით, რათა სრულად დააკმაყოფილოს თქვენი კატის ნუტრიციოლოგიური მოთხოვნილებები. ცხოველური და მცენარეული ცილებით დაბალანსებული ფართო ამინოჟავური შემადგენლობა ხელს უწყობს კატის კუნთოვანი მასის ოპტიმალურ ფუნქციონირებასა და სიჯანსაღეს. მრავალფეროვანი ნუტრიენტული პროფილი კატის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზეა მორგებული.

საკვები მდიდარია ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსით, მათ შორის ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით (ვიტამინი E, ვიტამინი C).
ფორმულა გამდიდრებულია ტაურინით, რომელიც ხელს უწყობს კატის მხედველობას, საჭმლის მონელებას, ნერვულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, იმუნურ ფუნქციასა და ნაყოფის განვითარებას.
საკვები ყველა შეუცვლელ ამინომჟავას შეიცავს.
  • ორგანიზმის ენერგიით მომარაგება
    B ჯგუფის ვიტამინები (განსაკუთრებით B1) მეტაბოლური პროცესების მიმდინარეობას და საკვების უტილიზაციას უზრუნველყოფენ.  
  • ნერვული სისტემის მხარდაჭერა
    ქოლინი, სხვა B ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმი ნერვული სისტემის (თავის ტვინის) ფუნქციონირებას უწყობენ ხელს.
  • ორგანიზმის დაცვა
    ბუნებრივი ანტიოქსიდანტები  (ვიტამინი E და ვიტამინი C), სხვა ვიტამინებთან და ტაურინთან ერთად, ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ და იმუნური სისტემის ფუნქციას აუმჯობესებენ. 
  • ძვლებისა და სახსრების სიჯანსაღე
    ვიტამინი D, კალციუმი და ქონდროიტინი ხელს უწყობენ ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობას, რაც კატის ფიზიკური დაზიანების რისკს ამცირებს.
  • შემადგენლობა: გადამუშავებული ცხოველური ცილა (მათ შორის ქათმის 8%), მთელმარცვლიანი სიმინდი, ქატო, ხორბალი, გენეტიკურად მოდიფიცირებული  სოიას შროტი, სიმინდის ბუყი, ქათმის ცხიმი, ღვიძლი, საფუარი სოკო, მზესუმზირის შროტი, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, ტაურინი,  მიკოტოქსინების შემბოჭველი, ანტიოქსიდანტი.
  • ანალიტიკური კომპონენტები: მთლიანი პროტეინი 28%, მთლიანი ცხიმი 11%, მთლიანი ბოჭკო 3.5%, მთლიანი ნაცარი მაქს 10%, ტენიანობა 6%, კალციუმი 2.5%, ვიტამინი A 12,000 IU/კგ, ვიტამინი D 675 IU/კგ, ტაურინი 0.2%.
  • თქვენი კატის მოთხოვნილებები შესაძლოა აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს მითითებული რეკომენდაციისგან. გთხოვთ, საკვების ზუსტი დოზის შესარჩევად კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან გაიაროთ. თქვენს ოთხფეხა მეგობარს საკვებთან ერთად მუდმივად მიაწოდეთ სუფთა სასმელი წყალი.
ზრდასრული კატის სხეულის წონა (12 კგ-მდე)საკვების რეკომენდირებული რაოდენობა დღეში არასტერილური კატისთვის (გრ)საკვების რეკომენდირებული რაოდენობა დღეში სტერილური კატისთვის (გრ)
24642
36155
47466
58677
69787
8117106
10136123
12154139
  • შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში). საკვების დამზადების თარიღი იხილეთ ეტიკეტზე. 
  • შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, საკვები შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.