Winny დაბალანსებული საკვები ყველა ჯიშის ძაღლისთვის

ზომა
2 კგ / 10 კგ / 20 კგ
შენახვის ვადა
1 წელი

სპეციალურად ძაღლებისთვის შექმნილი ფორმულა მდიდარია მაღალი ხარისხის ცხოველური და მცენარეული ცილებით, რათა სრულად/სრულიად დააკმაყოფილოს თქვენი ოთხფეხა მეგობრის ნუტრიციოლოგიური მოთხოვნილებები. მცენარეული და ცხოველური ცილის წყაროებით დაბალანსებული მრავალფეროვანი ამინომჟავური პროფილი ზოგად ჯანმრთელობას და კუნთების ოპტიმალურ ფუნქციას უწყობს ხელს. ფართო ნუტრიენტული პროფილი ძაღლის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზეა მორგებული.

ფორმულა მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით (მათ შორის ვიტამინი E და ვიტამინი C) და ომეგა ცხიმოვანი მჟავებით, რაც ხელს უწყობს იმუნური და ნერვული სისტემების სრულფასოვან ფუნქციონირებას.
აუცილებელი მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი რაციონი ძაღლის ოპტიმალურ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას აუმჯობესებს.
ვიტამინი A ხელს უწყობს მხედველობის, იმუნური სისტემისა და კანის ჯანმრთელობას. ამავდროულად, ვიტამინი D, კალციუმთან და ფოსფორთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
საკვები ყველა შეუცვლელ ამინომჟავას შეიცავს.
  • მონელებისა და ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესება
    პრებიოტიკური ბოჭკო, B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად, ხელს უწყობს მონელების პროცესის სრულყოფილად წარმართვას და ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებას.
  • კანისა და ბეწვის სიჯანსაღე
    ომეგა ცხიმოვანი მჟავები, თუთიასთან და D ჯგუფის ვიტამინებთან ერთად, კანის ჯანმრთელობას და ბეწვის მბზინვარებას ინარჩუნებენ.
  • ორგანიზმის დაცვა
    ბუნებრივი ანტიოქსიდანტები  (ვიტამინი E და ვიტამინი C) ორგანიზმის სიჯანსაღეს უწყობენ ხელს და იცავენ მას  თავისუფალი რადიკალებისგან.
  • მარცვლეული და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეული, გადამუშავებული ცხოველური ცილა, ქათმის ცხიმი, ქათმის ღვიძლი, საფუარი სოკო, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, ამინომჟავები, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ანტიოქსიდანტი. შესაძლოა კვალის სახით შეიცავდეს სოიას და თევზის პროდუქტებს.
  • ანალიტიკური კომპონენტები: ნედლი პროტეინი 18%, ნედლი ცხიმი 7%, ნედლი უჯრედანა 4.5%, ნედლი ნაცარი 7%, ენერგია 3240 კკალ, ტენი 7%, კალციუმი 1.5%, ვიტამინი A 8000 სე/კგ, ვიტამინი D 570 სე/კგ.
  • თქვენი ძაღლის მოთხოვნილებები შესაძლოა მითითებული რეკომენდაციისგან აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს. გთხოვთ, საკვების ზუსტი დოზის შესარჩევად კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან გაიაროთ. თქვენს ოთხფეხა მეგობარს საკვებთან ერთად მუდმივად მიაწოდეთ სუფთა სასმელი წყალი.
ზრდასრული ძაღლის სხეულის ზომის კატეგორია და ზრდასრულობის ასაკისხეულის წონა ზრდასრულ ასაკში (კგ)საკვების წონა (გრამი/დღეში)
მინიატურული & პატარა (8-12 თვე)1-5

5-10
34-115

115-194
საშუალო (12 თვე)10-15

15-20

20-25
194-263

263-326

326-385
დიდი (18 თვე)25-35

35-45

45-55

55-65
385-496

496-599

599-696

696-789
გიგანტური (24 თვე)65-75

75-85

85-95
789-878

878-965

965-1049
  • შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში). საკვების დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.
  •  შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, საკვები შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.