ბენეფიტები
- მონელებისა და ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესება
პრებიოტიკური ბოჭკო, B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად, ხელს უწყობს მონელების პროცესის სრულყოფილად წარმართვას და ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებას. - კანისა და ბეწვის სიჯანსაღე
ომეგა ცხიმოვანი მჟავები, თუთიასთან და D ჯგუფის ვიტამინებთან ერთად უნარჩუნებენ კანსა და საფარველს/ბეწვს მბზინვარებას. - ორგანიზმის დაცვა
ბუნებრივი ანტიოქსიდანტები (ვიტამინი E და ვიტამინი C) ორგანიზმის სიჯანსაღეს უწყობენ ხელს და იცავენ მას თავისუფალი რადიკალებისგან.
შემადგენლობა
- ინგრედიენტები: მარცვლეული და მათი გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეული (მათ შორის გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიას შროტი), გადამუშავებული ცხოველური ცილა (მათ შორის 13% საქონლის), ქათმის ცხიმი, ღვიძლი, საფუარი სოკო, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, ამინომჟავები, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ანტიოქსიდანტი.
- ანალიტიკური კომპონენტები: ძირითადი ცილა 18%, ძირითადი ცხიმი 7%, ძირითადი ბოჭკო 4.5%, ძირითადი ფერფლი 9%. ენერგია 3150 კკალ, ტენიანობა 7%, კალციუმი 2.2%, ვიტამინი A 8000 სეი/კგ, ვიტამინი D 570 სეი/კგ, ვიტამინი E 65 სეი/კგ.
კვების რეკომენდაციები
- თქვენი ძაღლის მოთხოვნილებები შესაძლოა მითითებული რეკომენდაციისგან აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს. გთხოვთ, საკვების ზუსტი დოზის შესარჩევად კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან. თქვენს ოთხფეხა მეგობარს საკვებთან ერთად მუდმივად მიაწოდეთ სუფთა სასმელი წყალი.
ზრდასრული ძაღლის სხეულის ზომის კატეგორია და ზრდასრულობის ასაკი | სხეულის წონა ზრდასრულობის ასაკში (კგ) | საკვების წონა (გრამი/დღეში) |
---|---|---|
მინიატურული & პატარა (8-12 თვე) | 1-5 5-10 | 34-115 115-194 |
საშუალო (12 თვე) | 10-15 15-20 20-25 | 194-263 263-326 326-385 |
დიდი (18 თვე) | 25-35 35-45 45-55 55-65 | 385-496 496-599 599-696 696-789 |
გიგანტური (24 თვე) | 65-75 75-85 85-95 | 789-878 878-965 965-1049 |
- შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში). საკვების დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.
- შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, საკვები შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.