Winny სტერილური კატის საკვები

ზომა
2 კგ / 10 კგ
შენახვის ვადა
1 წელი

სპეციალურად სტერილური კატებისთვის შექმნილი ფორმულა მდიდარია მაღალი ხარისხის ცხოველური და მცენარეული ცილებით, რათა სრულად დააკმაყოფილოს თქვენი კატის ნუტრიციოლოგიური საჭიროებები. ცხოველური და მცენარეული ცილებით დაბალანსებული ამინოჟავური შემადგენლობა ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ოპტიმალურ ფუნქციასა და სიჯანსაღეს. საკვების მრავალფეროვანი ნუტრიენტული პროფილი კატის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზეა მორგებული.

საკვები მდიდარია აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსით.
შეიცავს კარნიტინს, რომელიც მხარს უჭერს მეტაბოლიზმს სტერილებულ ცხოველებში და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას.
ფორმულა გამდიდრებულია ტაურინით, რომელიც ხელს უწყობს მხედველობას, მონელებას, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემის, ოპტიმალურ ფუნქიონირებას.
საკვები შეიცავს იუკას ექსტაქტს, რაც ექსკრემენტის სუნის შემცირებას უწყობს ხელს.
  • ორგანიზმის დაცვა
    ბუნებრივი ანტიოქსიდანტები  (ვიტამინი E და ვიტამინი C), სხვა ვიტამინებთან და ტაურინთან ერთად, ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ და იმუნური სისტემის ფუნქციას აუმჯობესებენ. 
  • ძვლებისა და სახსრების სიჯანსაღე
    ვიტამინი D, კალციუმი და ქონდროიტინი ხელს უწყობენ ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობას, რაც კატის ფიზიკური დაზიანების რისკს ამცირებს.
  • ორგანიზმის ენერგიით მომარაგება
    B ჯგუფის ვიტამინები (განსაკუთრებით B1) და კარნიტინი მეტაბოლური პროცესების მიმდინარეობას და საკვების უტილიზაციას უზრუნველყოფენ.  
  • ნერვული სისტემის მხარდაჭერა
    ქოლინი, სხვა B ჯგუფის ვიტამინებთან და მაგნიუმითან ერთად ნერვული სისტემის (თავის ტვინის) ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
  •  შემადგენლობა: გადამუშავებული ცხოველური ცილა, (მათ შორის საქონელი 13%, ფრინველი 7%) სიმინდი, ქატო, სოიას შროტი (დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), სიმინდის ბუყი, ქათმის ცხიმი, ღვიძლი, საფუარი სოკო, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, ტაურინი, მიკოტოქსინების შემბოჭველი,  ანტიოქსიდანტი, ლ-კარნიტინი, კალიუმის სორბატი, იუკას ექსტრაქტი.
  • ანალიტიკური კომპონენტები: ძირითადი ცილა 30%, ძირითადი ცხიმი 10%, ძირითადი ბოჭკო 3.5%, ძირითადი ფერფლი მაქს. 10%, ტენიანობა 5%, კალციუმი 2.5%, ვიტამინი A 15,300 სეი/კგ, ვიტამინი D 675 სეი/კგ, ტაურინი 0.2%.
  •  (სტერილური) კატისთვის (1 წლიდან) ერთი დღის საკვების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. განკუთვნილია ყველა ჯიშის კატისთვის. თქვენი კატის მოთხოვნილებები შესაძლოა აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდებოდეს მითითებული რეკომენდაციისგან. გთხოვთ, საკვების ზუსტი დოზის შესარჩევად კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან გაიაროთ. თქვენს ოთხფეხა მეგობარს საკვებთან ერთად მუდმივად მიაწოდეთ სუფთა სასმელი წყალი.
ზრდასრული კატის წონა (კგ)საკვების რაოდენობა დღეში (გ)
იდეალური წონა
საკვების რაოდენობა დღეში (გ)
ჭარბწონიანი კატა
24228
35738
47147
58456
69664
710872
811979
  • შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში). საკვების დამზადების თარიღი იხილეთ ეტიკეტზე.
  • შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, საკვები შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.