ცოდნის გავრცელება
ოთხფეხა მეგობრების ნუტრიციოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად, ნუტრიმაქსი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზეც ზრუნავენ. კომპანიაში სწორი ცოდნის გავრცელებით სურთ მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის ღირებულების შექმნა.
მაღალი ხარისხის დაბალანსებულ საკვებზე წვდომა აუცილებელია, მაგრამ პოზიტიური ცვლილებისთვის ეს საკმარისი არ არის. ნუტრიმაქსი ექსპერტული ცოდნის გაზიარებით აუმჯობესებს კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობას და უკეთესობისკენ ცვლის მათი მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას.
გაზიარებული ინფორმაციის სიზუსტესა და სანდოობაში დასარწმუნებლად, ნუტრიმაქსი მხოლოდ გამოცდილ ვეტერინარებთან და ნუტრიციოლოგებთან თანამშრომლობს. ცოდნის გავრცელებით, კომპანია არ ზრუნავს მხოლოდ ერთეული ადამიანების მხარდაჭერაზე – ნუტრიმაქსის მიზანია სათანადოდ ინფორმირებული, პასუხისმგებელიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში შეიტანოს წვლილი.
ფუტპრინტის შემცირება და მდგრადობა
ნუტრიმაქსი მდგრადი მომავლისადმი ერთგულებით ქმნის უკეთეს ხვალინდელ დღეს – ეკოლოგიურ კვალს ამცირებს, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს ნერგავს და რესურსების ოპტიმიზაციით წრიული ეკონომიკის განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
გარემოსდაცვითი ინიციატივის ფარგლებში, კომპანიამ შინაური ცხოველების საკვების საწარმო მზის პანელებით აღჭურვა. განახლებადი ენერგია კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა ისე დააკმაყოფილოს, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მიაყენოს. ენერგიის ტრადიციული წყაროს ალტერნატიული, განახლებადი რესურსით ჩანაცვლება მდგრადობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.