შინაური ცხოველების საკვების პრემიუმ კლასის ბრენდმა Skippy-მ პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა და წარმოებას კატებისა და ლეკვებისთვის ფორმულირებული, მაღალი ხარისხის საკვები დაამატა. სრული და დაბალანსებული კვების უზრუნველსაყოფად, Skippy-ის ახალი ფორმულები კვების ექსპერტების მიერაა შექმნილი. ბრენდი საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებით ქმნის პრემიუმ ხარისხის საკვებს, რომელიც კომპანიონი ცხოველებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას დაბალანსებული ოდენობით შეიცავს.
ახალი ფორმულის ნუტრიენტული პროფილი კატის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზეა მორგებული. საკვები შეიცავს ტაურინს, რომელიც აუცილებელია მომნელებელი, ნერვული, იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემების სწორი ფუნქციონირებისთვის. საკვებში შემავალი პრებიოტიკური ბოჭკო B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად აყალიბებს ჯანსაღ მიკროფლორას და ამ გზით მონელების პროცესის სრულყოფილად წარმართვას უწყობს ხელს. B ჯგუფის ვიტამინებს, მაგნიუმთან და ქოლინთან ერთად, ნერვული უჯრედების ფორმირებასა და თავის ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებაშიც შეაქვთ წვლილი.
Skippy-ს დაბალანსებული საკვები თქვენი ლეკვის ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებსაც სრულად დააკმაყოფილებს. სპეციალური ფორმულა, ლეკვის ჰარმონიული განვითარებისთვის საჭირო მაღალი ხარისხის ცხოველური და მცენარეული ცილებისგან შედგება. საკვები მზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელი ისეთი ნივთიერებებით არის გამდიდრებული, როგორიცაა კალციუმი მყარი ძვლებისთვის, მაღალი ხარისხის პროტეინი ძლიერი კუნთებისთვის და გლუკოზამინი ჯანმრთელი სახსრებისთვის.
პრემიუმ ინგრედიენტებსა და დაბალანსებულ კვებაზე ორიენტირებით, Skippy სულ უფრო მეტად განამტკიცებს თავის რეპუტაციას, როგორც სანდო სახელი შინაური ცხოველების კვების სფეროში. Skippy საუკეთესო პარტნიორია მათთვის, ვისაც მხოლოდ საუკეთესო სურს ოთხფეხა მეგობრებისთვის.